“ნებისმიერი მცდელობა, გააშავონ ცესკოს გადაწყვეტილება ან შეუცვალონ მას სამართლებრივი რეალური შინაარსი, არის უსუსური” – მათიკაშვილი

“ნებისმიერი მცდელობა, გააშავონ ცესკოს გადაწყვეტილება ან შეუცვალონ მას სამართლებრივი რეალური შინაარსი, არის უსუსური”, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, ცესკო არის ვალდებული, რომ სწორად მართოს პროცესები.

“როდესაც ემპირიული გამოცდილებით ის აღმოაჩენს, რომ არის გარკვეული პრობლემატიკა არჩევნების მიმართ, არჩევნების დღეს, ბუნებრივია, მისი პირდაპირი მოვალეობაა, ეს პრობლემატიკა გამოსწორდეს და გამოწვევა იყოს დაძლეული. ნებისმიერი მცდელობა, გააშავონ ცესკოს გადაწყვეტილება ან შეუცვალონ მას მისი სამართლებრივი რეალური შინაარსი, არის უსუსური, რადგან ყველა წინა ჯერზე დამტკიცდა, რომ ცესკო იყო აბსოლუტურად მართალი”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, კოალიცია “ძლიერმა საქართველომ” ცესკოს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

საქმე ეხება საარჩევნო ადმინისტრაციის ახალ დადგენილებას, რომელიც არჩევნების დღეს კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებისთვის შეზღუდვებს აწესებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები