“ის, რაც ვერ შეძლო საქართველოში NED-მა და USAID-მა, ასევე იქნება შეუძლებელი სხვა ფონდებისთვის” – მათიკაშვილი

“ის, რაც ვერ შეძლო საქართველოში NED-მა და USAID-მა, ასევე იქნება შეუძლებელი სხვა ფონდებისთვის”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატი, დავით მათიკაშვილი აცხადებს.

“მაშინ, როდესაც შეერთებულმა შტატებმა ამხილა USAID და სხვა ფონდები, არასამთავრობო სექტორის ხელით ერეოდნენ სხვადასხვა ქვეყნის არჩევნებში, ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლებაზე შეტევას, რევოლუციების მოხდენას, დღეს სიმძიმის წერტილმა, “დიფ სთეითის” კუთხით გადაინაცვლა ევროპაში და ბრიტანეთში. ცალსახაა, რომ რასაც აკეთებდა USAID და NED-ი დღეს უკვე ბრიტანეთის კონკრეტული ფონდების მეშვეობით არის სურვილი, რომ გაკეთდეს. აქედან შეგვიძლია მხოლოდ ერთი დასკვნა გამოვიტანოთ – ის, რაც ვერ შეძლო საქართველოში NED-მა და USAID-მა, ასევე იქნება შეუძლებელი სხვა ფონდებისთვის”, – განაცხადა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები