“ადამიანების დაბულინგების და დამცირების ახალი ტალღის აგორების მცდელობაა, ეს ადამიანები ვერ იაზრებენ, რომ ბულინგი მთელი საქართველოსთვის მიუღებელია” – ბითაძე

“ადამიანების დაბულინგების და დამცირების ახალი ტალღის აგორების მცდელობაა, ეს ადამიანები ვერ იაზრებენ, რომ ბულინგი მთელი საქართველოსთვის მიუღებელია”, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა, რითაც  გუშინ მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

კერძოდ, სოციალურ ქსელში გუშინ ვატო შაქარიშვილსა და „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, გიორგი მამნიაშვილს შორის მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა გავრცელდა.

ჟურნალისტი ვატო შაქარიშვილსა და გოგა ხაინდრავას ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

„სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ადამიანების დაბულინგების და დამცირების ახალი ტალღის აგორების მცდელობაა. შემდეგ, როცა საპასუხო რეაქციას იღებენ, რატომღაც ეს ადამიანის უფლებების დარღვევად ინათლება. ეს ადამიანები ვერ იაზრებენ, რომ თვეების განმავლობაში მათი მხრიდან წარმოებული ე.წ. შიდა ტერორიზმი – ადამიანების ბულინგი მთელი საქართველოსთვის მიუღებელია. მათ ვურჩევ, ასეთ ქმედებებს თავი დაანებონ, რადგან ეს ყველაზე მეტად მათ აზიანებთ“, – განაცხადა ბითაძემ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები