ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტის ანონსს უპრეცედენტო გამოხმაურება მოჰყვა

უკვე რამდენიმე დღეა, რაც ამერიკელი სუპერვარსკვლავის, ჯასტინ ტიმბერლეიკის საქართველოში ჩამოსვლა სოციალურ ქსელებში მელომანებისთვის მთავარ თემად იქცა. 23 ივლისს „დინამო არენაზე“ დაგეგმილი კონცერტის შესახებ საუბრობს ყველა — განურჩევლად პროფესიისა, სოციალური სტატუსისა თუ ინტერესებისა. ჯასტინ ტიმბერლეიკის გულშემატკივრები, მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოშიც სხვადასხვა ასაკის არიან, ამიტომ ამ მასშტაბურ კონცერტს მშობლებიც და შვილებიც, თითქმის, ერთნაირად ელოდებიან.

ქართველმა ინფლუენსერებმა სპეციალური კამპანიაც კი დააორგანიზეს და ასე გამოეხმაურნენ საქართველოს მუსიკალური ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას. ღონისძიების ორგანიზატორმა, „Starring Georgia-მ“  „TikTok-ზე“ ე.წ. ჩელენჯი წამოიწყო, რომელშიც უკვე არაერთი ადამიანი ჩაერთო. „ჩელენჯის“ მიზანი, მოძრაობის მეშვეობით, განწყობის გამოხატვაა, რაც კონცერტის შინაარსს პირდაპირ უკავშირდება — ჯასტინ ტიმბერლეიკის შოუ საქართველოსთვის პირველი მსგავსი წარმოდგენა იქნება, რომელშიც მუსიკოსებთან ერთად, მონაწილეობას მოცეკვავეებიც მიიღებენ. შესაბამისად, 2 საათის განმავლობაში „დინამო არენაზე“ შეკრებილი მელომანები მსუყე და სრულყოფილი წარმოდგენით ისიამოვნებენ.

@twincity

Express Yourself In Movement ! ❤️ Follow the challenge by shooting a video and taging @Black Sea Arena , use our hashtags #StarringGeorgia #Followthestars #expressyourselfinmovement Get the most likes for a chance to win 2 tickets to Justin Timberlake’s concert on July 23 at Dinamo Arena Stadium!

♬ CAN’T STOP THE FEELING! (from DreamWorks Animation’s “TROLLS”) – Justin Timberlake

@elenesisvadze8

As you guys know Justin Timberlake is coming in 23rd of July so can you guys make this video go viral for me to get 2 tickets to Justin Timberlakes concert @Black Sea Arena here you go❤️

♬ original sound – Bella Massey

 

როგორც აღვნიშნეთ, კონცერტის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით მაღალია. „Starring Georgia-ს“ პროექტების მენეჯერის, ციცი იაშვილის თქმით, მსგავსი გამოხმაურება აქამდე არცერთ სხვა კონცერტს არ მოჰყოლია.

„მსოფლიო პოპ მუსიკაში ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი საქართველოში ჩამოდის. ამ ღონისძიებას ყველა წინამორბედზე უფრო დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გვახარებს, რომ სეგმენტი გაზრდილია. წინ მართლაც გრანდიოზული სანახაობა გველის, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში გამორჩეული იქნება,“ – აცხადებს ციცი იაშვილი.

ამერიკელი სუპერვარსკვლავის დაგეგმილ შოუს ეხმაურება „ბრავო რეკორდსის“ პრეზიდენტი ზაზა შენგელიაც, რომელიც ღონისძიების კულტურულ მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

„ის ახალი თაობის ვარსკვლავი და ძალიან პოპულარული მუსიკოსია, ამიტომ კონცერტს უამრავი მსურველი დაესწრება. ჯასტინ ტიმბერლეიკი არის არაერთი პოპულარული დუეტის ავტორი ბიონსესთან, ბრიტნი სპირსთან, ჯეი-ზისთან თუ ელტონ ჯონთან ერთად. ვფიქრობ, ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში ეს ნამდვილად დიდი მოვლენა იქნება,“ ­— მიიჩნევს ზაზა შენგელია.

მოუთმენლად ელოდება 23 ივლისს დაგეგმილ საღამოს ტელეწამყვანი თაკო ჩორგოლაშვილი. როგორც თავად აღნიშნავს, ამ სიახლემ სოციალური ქსელები მთლიანად მოიცვა.

„როცა „Starring Georgia-მ“ სუპერვარსკვლავის, ჯასტინ ტიმბერლეიკის ჩამოსვლა დააანონსა, სოციალური ქსელები „აფეთქდა“. დარწმუნებული ვარ, რომ შთაბეჭდილებებით სავსე საღამო იქნება. ჯასტინ ტიმბერლეიკისგან დაუვიწყარ პერფორმანსებს მიჩვეულნი ვართ, მაგრამ განსაკუთრებით კარგია, რომ ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში მოხდება. 23 ივლისი კალენდარზე მოინიშნა, ვხვდებით ერთმანეთს „დინამო არენაზე“,“— აცხადებს თაკო ჩორგოლაშვილი.

სოციალურ ქსელებში დაფიქსირებული უამრავი გამოხმაურებიდან ერთ-ერთის ავტორი მსახიობი ლელა მებურიშვილია.

„ჩემი შვილები გიჟდებიან ჯასტინის სიმღერებზე, ძალიან ელოდებიან კონცერტს! მაგრამ, მგონი, მე უფრო“ — წერს ლელა მებურიშვილი.

გამოხმაურებებს შორის, ასევე, შეგხვდებათ, ტელეწამყვან მანიკა ასათიანის პოსტიც, რომელიც აღნიშნავს, რომ მაყურებელს წინ დიდი სიამოვნება ელის.

„შარშან ვესწრებოდი ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტს ანტვერპენში და რას ვიფიქრებდი, რომ ზუსტად 1 წელში საქართველოში ვუმასპინძლებდით. უდიდესი სიამოვნება გველის წინ! მოინიშნეთ 23 ივლისი!,“ — წერს მანიკა ასათიანი.

ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყება 8 აპრილს, 12:00 საათზე TKT.ge/JustinTimberlake-ზე. ტრადიციისამებრ, „Starring Georgia-ს“ მუსიკალური ოდისეის ლოიალურ თანამგზავრებს, „Starring Card-ის“ მფლობელებს ექნებათ შესაძლებლობა, ისარგებლოთ Pre Sale-ით და ლიმიტირებული რაოდენობის ბილეთები 1 დღით ადრე შეიძინონ. წინასწარი გაყიდვა 7 აპრილს, 12:00 საათზე TKT.ge-ზე დაიწყება.

@elene.chakvetadze1

❤️❤️❤️🙈#justintimberlake #georgia

♬ original sound – garthchocolate

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები