“ჯორჯიან ეარვეისმა” “ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის” მოსწავლეებს უმასპინძლა

ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისმა” “ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის” მე-7 კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა.

ავიაკომპანიის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, ბავშვებს საავიაციო სფეროსთან უშუალო შეხების შესაძლებლობა ჰქონდათ.

,,მოსწავლეებს ეკიპაჟის წევრები – მფრინავები და ბორტ გამცილებლები შვილებთან ერთად დახვდნენ. ბავშვებმა დაათვალიერეს “ჯორჯიან ეარვეისის” ერთ-ერთი ავიახომალდი “ბოინგ 737-800” , მოისმინეს ინფორმაცია მისი აგებულებისა და მართვის სისტემების შესახებ. საუბარი შეეხო ფრენის დროს უსაფრთხოების წესებს. მოსწავლეებმა უშუალოდ ეკიპაჟის წევრებისგან მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო შეკითხვებზე.

ღონისძიება “ჯორჯიან ეარვეისმა” გამართა ახალგაზრდების განათლებისა და საავიაციო სფეროს პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები