შალვა პაპუაშვილი: სალომე ზურაბიშვილი არის ოპოზიციის ლიდერი, რაც ოპოზიციაა, ის ლიდერია – „ფერი-ფერსა, მადლი-ღმერთსაო“

“სალომე ზურაბიშვილი არის ოპოზიციის ლიდერი. რაც ოპოზიციაა, ის ლიდერია. ასეთი ოპოზიციაა, რასაც ხედავთ სალომე ზურაბიშვილში აი, ეს არის ზუსტად ოპოზიციის სარკე. „ფერი – ფერსა, მადლი – ღმერთსაო“ ნათქვამი არის. რაც ოპოზიციაა, ის ლიდერი”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დააბრალა, რომ არჩევნებში შედეგები რუსეთის ჩარევით დადგა.

„სალომე ზურაბიშვილის როლი ოპოზიციაში არის ის, რომ საზოგადოებას დაანახოს რა არის ოპოზიცია. მისი სახით ჩვენ გვაქვს სარკე ოპოზიციის, როგორც მისი რიტორიკით, ისე ქვეყნის მიმართ მტრობით, ისე ტყუილით. სხვათა შორის, ორი დღის წინ იყო თუ არ ვცდები, ბრიტანეთის პარლამენტს დისტანციურად ჩაერთო საქართველოს არჩევნებში რუსულ გავლენასთან დაკავშირებით. ადამიანი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტი იყო იმ დროს, როდესაც არჩევნები ჩატარდა საქართველოს დააბრალა, რომ თითქოს აქ არჩევნებში რუსეთის ჩარევით დადგა შედეგები. შემდეგ როცა ჰკითხეს მას, პასუხი ვერ გასცა რა ფაქტები ჰქონდა. ჩაერთო ახლა ლონდონში პარლამენტს და ვერც ერთი ფაქტი ვერ დაასახელა იქ. ეს არის მტრობა საკუთარი ქვეყნის. ასეთი ანტიქართული ბრალდებებით წარდგე, საკუთარ ხალხს, რომელმაც თავის დროზე აგირჩია პრეზიდენტად ზურგში დანა ჩაარტყა, დააბრალო ტყუილები. კითხვები დაუსვეს, რა ფაქტები გაქვსო და არაფერი ფაქტები არ მაქვს, მე ხომ არ ვარ უსაფრთხოების სამსახურიო. თუ ფაქტები არ გაქვს, რას ლაპარაკობ?“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები