17 ნოემბერს ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება

17 ნოემბერს ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება. საქართველოს დელეგაციას პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს. გაიმართება მაღალი დონის შეხვედრები ევროკავშირის ხელმძღვანელ პირებთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის მორიგ სხდომაზე აღინიშნა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომისიის წევრებმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის 2014 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელებაზე იმსჯელეს.
ამ მიმართულებით უწყებებს შორის კომუნიკაციისა და კოორდინაციის დასახვეწად პრემიერ-მინისტრმა კონკრეტული დავალებები გასცა.
საუბარი შეეხო ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმისშესრულებას. როგორც სხდომაზე აღინიშნა, 30 ნოემბრამდე მოხდება პირველი ფაზის დახურვა და საქართველო გადავა მეორე ფაზაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები