“ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციაშიც აგრძელებს საქართველოს წინააღმდეგ ქმედებებს, კომისიის დასკვნაში ეს მტკიცებულებებიც უნდა დაემატოს” – მაჭარაშვილი

“იბრძოლეს, რომ ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი, ქვეყანა გაეშავებინათ და ა.შ. რა თქმა უნდა, კომისიის დასკვნაში ეს მტკიცებულებებიც უნდა დაემატოს”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი საპარლამენტო ოპოზიციაზე საუბრისას აცხადებს.

“ვცდილობთ, მტკიცებულებებს თავი მოვუყაროთ და დასკვნაში აისახოს. ბევრი გამოსაძიებელი არაფერი აღარ არის, როცა ადამიანები მოდიან და იმ უბედურებებს ჰყვებიან, რასაც „ნაცმოძრაობა“ სჩადიოდა. ამას 2012 წლის შემდეგაც აკეთებენ“, – განმარტავს მაჭარაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები