“საუბარი იმაზე, რომ კომისია აკეთებს რუსულ საქმეს, არის სპეკულაცია სწორედ იმ ადამიანების მხრიდან, რომლებმაც რეალურად გააკეთეს რუსული საქმე 2008 წელს” – პაატა სალია

“საუბარი იმაზე, რომ კომისია აკეთებს რუსულ საქმეს, არის სპეკულაცია სწორედ იმ ადამიანების მხრიდან, რომლებმაც რეალურად გააკეთეს რუსული საქმე 2008 წელს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პაატა სალიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისია აგრძელებს მუშაობას.

“რაც შეეხება ამ მომენტამდე განხილულ საქმეებს, ამ მომენტამდე გამოკითხულ პირებს, რამდენიმე მიმართულებით აშკარაა, რომ ადგილი ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში სისტემურ დანაშაულს. გავაგრძელეთ მოსმენა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომთან დაკავშირებით. მინდა ხაზი გავუსვა პირველ რიგში იმას, რომ კომისია არ იძიებს სამხედრო პირების მიერ განხორციელებულ ქმედებებს. თუ ჩვენ გვაქვს გარკვეული კითხვები სამხედრო პირებთან, ეს მხოლოდ და მხოლოდ იმ კონტექსტშია, რომ გამოვლინდეს, ჰქონდა თუ არა ადგილი და, დიდი ალბათობით, ჰქონდა და ეს უკვე ჩანს, მაღალი თანამდებობის სახელმწიფო პირების მხრიდან დანაშაულებრივ ქმედებებს. საუბარი იმაზე, რომ კომისია აკეთებს რუსულ საქმეს, არის სპეკულაცია სწორედ იმ ადამიანების მხრიდან, რომლებმაც რეალურად გააკეთეს რუსული საქმე 2008 წელს“, – განაცხადა სალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები