ნინო წილოსანი: მარტივი დასანახია, რომ პოლიტიკური რადიკალები ეწინააღმდეგებიან ყველაფერ იმას, რაც ქვეყნისთვის სასარგებლო და მნიშვნელოვანია
,,მარტივი დასანახია, რომ პოლიტიკური რადიკალები ეწინააღმდეგებიან ყველაფერ იმას, რაც ქვეყნისთვის სასარგებლო და მნიშვნელოვანია, ემხრობიან იმას, რაც ჩვენთვის საზიანო იქნება”, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” წევრმა, ნინო წილოსანმა საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის გაფორმებულ მემორანდუმზე საუბრისას განაცხადა.
მისი შეფასებით, აღნიშნული მემორანდუმი მნიშვნელოვანია.
„საქართველო ერთ-ერთი კარგი მაჩვენებლის ქვეყანაა ინვესტორებისთვის და ფინანსური სტაბილურობის კუთხით ყველა პარამეტრს აკმაყოფილებს იმისთვის, რომ ახალი საფინანსო აქტორები შემოვიდნენ. ჩვენი საფინანსო სექტორის მდგრადობისთვის აღნიშნული მემორანდუმი უზომოდ მნიშვნელოვანია, რასაც მოჰყვა ოპოზიციის თავდასხმა და კრიტიკა“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.