პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შესახებ დადგენილებაში ცვლილება განხორციელდა

საკანონმდებლო ორგანომ პლენარულ სხდომაზე, 86 ხმით მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ” პარლამენტის 2025 წლის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

პარლამენტის ინფორმაციით, დადგენილებაში ცვლილების შემდეგ, დროებითი საგამოძიებო კომისია შემდეგი სახელწოდებით იფუნქციონირებს: „2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია”.

როგორც სხდომაზე მომხსენებელმა, ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ განმარტა, აღნიშნული დადგენილების მიღების შედეგად, კომისიის საქმიანობის სფერო აღარ იქნება შეზღუდული 2012 წლამდე ჩადენილი ანტისახელმწიფოებრივი და დანაშაულებრივი ქმედებების გამოძიების ფარგლებით, არამედ კომისიის მანდატი გაფართოვდება და გავრცელდება 2012 წლის შემდგომ პერიოდზე, პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი პოლიტიკური თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობაზეც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები