ნიკოლოზ სამხარაძე: რუმინეთს, შეუძლია რეალური მხარდაჭერა შემოგვთავაზოს ევროკავშირის წევრებთან დიალოგში – შეუძლია ვითარების სწორად წარმოჩენა, რადგან ქვეყნის შიგნით რეალობების აღქმა მხოლოდ შავ-თეთრად არ შეიძლება იყოს აღქმული
„რუმინეთს შეუძლია გადამწყვეტი, ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს,“ – ამის შესახებ განაცხადა ბუქარესტში ოფიციალური ვიზიტით ჩასულმა, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ რუმინულ გამოცემასთან განაცხადა.
კითხვაზე: თუ რა როლის შესრულება შეუძლია რუმინეთს ევროკავშირისა და საქართველოს ორმხრივ ურთიერთობაში? ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, რუმინეთს, შეუძლია რეალური მხარდაჭერა შესთავაზოს საქართველოს ევროკავშირის სხვა წევრებთან დიალოგში.
„რუმინეთს, როგორც მეზობელ ქვეყანას, კარგად ესმის შავი ზღვის რეგიონში არსებული პრობლემები და ასევე შექმნილი საფრთხეები და რისკები. ასევე, ჯერ კიდევ უახლესი გამოცდილებიდან გამომდინარე, რუმინეთს, შეუძლია რეალური მხარდაჭერა შემოგვთავაზოს ევროკავშირის სხვა წევრებთან დიალოგში. ამ როლის აღებით რუმინეთს შეუძლია საქართველოში არსებული ვითარების სწორად წარმოჩენა, რადგან ჩვენი ქვეყნის შიგნით რეალობების აღქმა მხოლოდ შავ-თეთრად არ შეიძლება იყოს აღქმული. არის ბევრი ნიუანსი და განზომილება, რომელიც ჩვენმა რუმინელმა პარტნიორებმა კარგად იციან და ჩვენ ეს ვიცით.ამიტომ, ჩვენ გვჯერა, რომ მათ შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ევროპელი პარტნიორებისა და კოლეგების აღქმებზე და დაარწმუნონ ისინი, რომ შეუძლებელია მოსთხოვო ზუსტად იგივე კრიტერიუმების შესრულება სრულიად განსხვავებულ ქვეყანას. უნდა არსებობდეს პერსონალიზებული მიდგომა და ამ თვალსაზრისით, რუმინეთს შეუძლია შეასრულოს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.