ნიკოლოზ სამხარაძე: რუსული პროპაგანდის მიმართ ქართული საზოგადოება უკიდურესად მდგრადია, რადგან საქართველო ამ პროპაგანდის წნეხის ქვეშაა ბოლო 30 წელი

„რაც შეეხება რუსულ პროპაგანდას, ქართული საზოგადოება უკიდურესად მდგრადია, რადგან საქართველო ამ პროპაგანდის წნეხის ქვეშაა ბოლო 30 წელი,“ – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ რუმინულ გამოცემასთან განაცხადა.

ჟურნალისტი დაინტერესდა, რამდენად მდგრადია ქართული საზოგადოება ევროკავშირის და ანტიდასავლური ნარატივების მიმართ.

„ქართულ საზოგადოებას აქვს მაღალი მდგრადობა ანტიევროკავშირის და ანტიდასავლური ნარატივების მიმართ, როდესაც ისინი რუსეთიდან მოდის. თუმცა, როგორც ჩანს, ბოლო დროს ევროკავშირის სხვადასხვა ბიუროკრატებისა თუ პოლიტიკოსების გარკვეული ქმედებები ძირს უთხრის ქართული საზოგადოების ნდობას ევროკავშირის მიმართ.

იყო შემთხვევები, როდესაც ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი ჩაერია საქართველოს არჩევნებში და ამა თუ იმ პარტიის მხარე დაიჭირა, რაც უსამართლო იყო ქართველი ამომრჩევლის მიმართ. ასევე, ორმაგი სტანდარტების მაგალითია საპროტესტო აქციების განსხვავებული შეფასება საქართველოში და ბულგარეთში, როდესაც ევროკავშირის შტაბ-ბინას მომიტინგეები დაესხნენ თავს.

ყველა ამ სიტუაციამ დააზიანა ევროკავშირის იმიჯი საქართველოს მოქალაქეების თვალში. მაგრამ რაც შეეხება რუსულ პროპაგანდას, ქართული საზოგადოება უკიდურესად მდგრადია, რადგან საქართველო ამ პროპაგანდის წნეხის ქვეშაა ბოლო 30 წელი“, – აღნიშნა სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები