“საქართველოსთვის იდეალურია, აშშ-მა და ევროკავშირმა ითანამშრომლონ ევროკავშირის უსაფრთხოებისათვის, რომლის ნაწილიც საქართველოა” – სამხარაძე

“საქართველოსთვის იდეალურია, აშშ-მა და ევროკავშირმა ითანამშრომლონ ევროკავშირის უსაფრთხოებისათვის, რომლის ნაწილიც საქართველოა”, – ამის შესახებ ბუქარესტში ოფიციალური ვიზიტით ჩასულმა, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ – ნიკოლოზ სამხარაძემ რუმინულ გამოცემასთან საუბრისას აღნიშნა.

სამხარაძის განცხადებით, საქართველოსთვის პრიორიტეტულია, იყოს უსაფრთხო ევროკავშირის ნაწილი.

„მოგეხსენებათ, საქართველოს სურს, იყოს ევროკავშირში და ჩვენ თავს ვხედავთ ევროპული ცივილიზაციისა და ევროპის ნაწილად. ჩვენი, როგორც ქვეყნის პრიორიტეტია ვიყოთ უსაფრთხო ევროკავშირის ნაწილი. მაგრამ არა მგონია, რომ აშშ მთლიანად ჩამოშორდეს ევროპას. ცხადია, ამერიკელები ყოველთვის იქნებიან ევროპაში. ამიტომ, საქართველოსთვის იდეალურია აშშ-მ და ევროკავშირმა ითანამშრომლონ ევროკავშირის უსაფრთხოებისათვის, რომლის ნაწილიც საქართველოა“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები