“პარტიების აკრძალვის მიზანი არის პოლიტიკური სივრცის გაჯანსაღება, რათა დესტრუქციული პოლიტიკიდან შევძლოთ და გადავიდეთ ისეთ პოლიტიკაზე, სადაც პარტიები ორიენტირებული იქნებიან პოზიტიური დღის წესრიგის შექმნაზე” – მახაშვილი
“საპარლამენტო ნაბიჯები არის აუცილებელი იმისთვის, რომ მოგვიანებით მოხდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ეფექტურად აღსრულება და არ იყოს ისე, რომ სასამართლომ მიიღო ერთი გადაწყვეტილება და შემდგომ ამ პარტიებმა ახალი სახელით, ახალი შეფუთვით შეძლონ პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელება”, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.
„ამ ყველაფრის მიზანი არის პოლიტიკური სივრცის გაჯანსაღება, რათა დესტრუქციული პოლიტიკიდან ჩვენ შევძლოთ და გადავიდეთ ისეთ პოლიტიკაზე, სადაც პარტიები ორიენტირებული იქნებიან დადებითი, პოზიტიური დღის წესრიგის შექმნაზე, საქართველოს და მისი მოსახლეობის მომავალზე ზრუნვაზე“, – აღნიშნა მახაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი საკუთარ მომხრეებს მოუწოდებს, საჭიროების შემთხვევაში, ძალის გამოყენებით შეუშალონ ხელი პროცესს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში დაიწყება.