პაპუაშვილი – მარინ ლე პენზე: არ მინდა – საფრანგეთის შიდა საქმეებში ჩავერიო, მაგრამ მაშინ ნურც საფრანგეთი ჩაერევა საქართველოს შიდა საქმეებში; აქ დაბალი ღობე არავინაა

სასამართლომ ფრანგული ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერი – მარინ ლე პენი დამნაშავედ ცნო.

საკითხს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“მე, რა თქმა უნდა, არ მინდა – საფრანგეთის შიდა საქმეებში ჩავერიო, მაგრამ, მაშინ, ნურც საფრანგეთი ჩაერევა საქართველოს შიდა საქმეებში. აქ დაბალი ღობე არავინაა”, – წერს პაპუაშვილი.

ცნობისთვის, მარინ ლე პენს ბრალი ევროკავშირის ფონდების უკანონოდ მითვისებასა და არამიზნობრივად გამოყენებაში ედება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები