პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი 9 მაისს მოსკოვში ჩასვლას აპირებს.
როგორც “კურიერს” პრესსამსახურში განუცხადეს, ყაველაშვილს მიწვევაც კი არ მიუღია.
“ნაცმოძრაობის” ლიდერის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, მიხეილ ყაველაშვილი მოსკოვმა 9 მაისის ღონისძიებაზე მიიწვია. საპასუხოდ. მმართველმა გუნდმა განმარტა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან დეზინფორმაცია ვრცელდება.