ლევან მაჭავარიანი: დიდი იმედი გვაქვს, რომ ცოტა ხანში, ქართულ ბაზარზე ვიხილავთ ჩინურ მსხვილ ბანკებსაც, ეს ყველაზე მეტად მომხმარებლებისთვის იქნება სარგებლიანი
„ქართული ოცნების” წევრი, ლევან მაჭავარიანი ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის ჩინეთში ვიზიტს გამოეხმაურა.
„დიდი იმედი გვაქვს, რომ ცოტა ხანში, ქართულ ბაზარზე ვიხილავთ უკვე ჩინურ მსხვილ ბანკებსაც, რომელიც კონკურენციას გაუწევს ადგილობრივ ბანკებს და რა თქმა უნდა ეს მომხმარებლებისთვის იქნება პირველ რიგში ყველაზე უფრო სარგებლიანი“, – განაცხადა მაჭავარიანმა.