ირაკლი კირცხალია: ყველა კანონპროექტი, რომელიც მიიღებს კანონის სახეს უკვე ძალიან მალე, იქნება მყარი გარანტი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების

“ყველა კანონპროექტი, რომელიც მიიღებს კანონის სახეს უკვე ძალიან მალე, იქნება მყარი გარანტი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების”,- ამის შესახებ,  „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

მისი თქმით, კანონპროექტები გარე აგენტურის ჩარევას ქვეყნის შიდა საქმეებში მაქსიმალურად ზღუდავს.

„ყველა კანონპროექტი, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი, დავაანონსეთ მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით, ყველაზე მთავარი მიზნით, ეს არის ჩვენი სუვერენიტეტის გამყარება და გამტკიცებისთვის. თითოეული კანონმდებლობის შინაარსი ლოგიკურ ბმაშია ერთმანეთთან. მაქსიმალურად ზღუდავს გარე აგენტურის ჩარევას ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტში. ამყარებს კიდევ ერთხელ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და პირდაპირ პროპორციულად ყველა კანონპროექტი, რომელიც მიიღებს კანონის სახეს უკვე ძალიან მალე, იქნება მყარი გარანტი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

ცნობისთვის, მესამე მოსმენით პარლამენტი იმ კანონპროექტებს განიხილავს, რომლებიც უცხოურ გავლენასთან ბრძოლასა და ეროვნული ინტერესების დაცვას ეხება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები