სასამართლომ მარინ ლე პენი ევროპარლამენტის ფულის არამიზნობრივ ხარჯვაში დამნაშავედ ცნო

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი მარინ ლე პენი ევროკავშირის სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე დამნაშავედ ცნეს,- ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიის ცნობით, ამ განაჩენის შემდეგ მარინ ლე პენს ავტომატურად ქვეყნის სახელმწიფო ორგანოებში არჩევა აეკრძალა. სასამართლოს ჯერჯერობით განაჩენი მთლიანად არ გამოუქვეყნებია. ასევე უცნობია მისი აღსრულების დაწყების ვადები.

ლე პენის გარდა, სასამართლომ დამნაშავედ ცნო ასევე „ნაციონალური გაერთიანების“ კიდევ 8 ევროდეპუტატი და მათი 12 თანაშემწე.

როგორც ცნობილია, საერთო ზარალმა 2,9 მლნ ლარი შეადგინა.

მარინ ლე პენსსა და მისი პარტიის 20-ზე მეტ წევრს ბრალი ედებოდათ ევროპარლამენტში მუშაობისთვის გამოყოფილი თანხების გამოყენებაში იმ თანამშრომლების დასაფინანსებლად, რომლებიც მათი პარტიისთვის მუშაობდნენ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტის თანხების გამოყენება პარტიული საქმიანობის დასაფინანსებლად დაუშვებელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები