ზუგდიდში, რეფერენდუმის და პირველი პრეზიდენტის დაბადების დღე აღინიშნა

“ზუგდიდში, რეფერენდუმის და პირველი პრეზიდენტის დაბადების დღე აღინიშნა”,- ამის შესახებ ინფორმაციას, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

“სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ, პირველმა მოადგილემ ნინო ვიბლიანმა და ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღესთან და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში პირველი პრეზიდენტის ბიუსტი გვირგვინით შეამკეს.

34 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, ჩატარებულ რეფერენდუმზე, ამომრჩეველთა უდიდესმა უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა კითხვას: „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?”.

რეფერენდუმის შედეგები საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის გამოცხადების საფუძველი გახდა. დღესვე საქართველოს პირველი პრეზიდენტის, მწერლის, მთარგმნელის, დისიდენტის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, საქართველოს ეროვნულ გმირის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა, მას 86 წელი შეუსრულდებოდა”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები