ნეთანიაჰუ ამბობს, რომ მზადაა მიაღწიოს შეთანხმებას ღაზაში მძევლების გასათავისუფლებლად

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ უარყო “ჰამასის” და ისრაელის მომიტინგეების პრეტენზიები, რომ მისი მთავრობა არ არის ჩართული სერიოზულ მოლაპარაკებებში, რომლებიც მიზნად ისახავს ღაზაში ტყვეების გათავისუფლებას.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ იგი მზადაა მიაღწიოს შეთანხმებას მძევლების გასათავისუფლებლად და რომ სამხედრო ზეწოლა ეფექტური იყო.

„მზად ვართ. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ცეცხლის ქვეშ და ვხედავთ, რომ ბზარები ჩნდება. სამხედრო ზეწოლა მუშაობს. მუშაობს იმიტომ, რომ ერთდროულად მოქმედებს. ერთის მხრივ, ის ანადგურებს „ჰამასის“ სამხედრო და სამთავრობო შესაძლებლობებს და, მეორე მხრივ, ქმნის პირობებს ჩვენი მძევლების გასათავისუფლებლად“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

შეგახსენებთ, “ჰამასის” ხელმძღვანელმა, ხალილ ალ-ჰაიამ გუშინ განაცხადა, რომ “ჰამასი” დათანხმდა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას, რომელიც შუამავლებისგან, ეგვიპტისა და კატარისგან, ორი დღის წინ მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები