დავით მათიკაშვილი: ჩვენი ვალდებულებაა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში, სარჩელის წარდგენის გზით, მოვითხოვოთ ისეთი პარტიების საქმიანობის აკრძალვა, რომლებიც მავნებლურ დანაშაულებრივ საქმიანობას ეწევიან საქართველოში
“ქართული ოცნების” წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, პოლიტიკურ პარტიებად შენიღბული სინდიკატები პოლიტიკურ სპექტრს უნდა ჩამოშორდნენ.
მისივე თქმით, იმ პარტიების აკრძალვა უნდა მოხდეს, რომლებიც საქართველოში დანაშაულებრივ საქმიანობას ეწევიან.
“დემოკრატიის აუცილებელი წინაპირობაა, რომ პოლიტიკურ პარტიებად შენიღბული სინდიკატები, რომელთა საქმიანობის სფეროში შედის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ მიმართული ქმედებები, ომის პროპაგანდა, შუღლის გაღვივება და ა.შ. მოხდეს მათი ჩამოცილება პოლიტიკური სპექტრიდან. ჩვენი ვალდებულებაა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში, სარჩელის წარდგენის გზით, მოვითხოვოთ ისეთ პარტიების საქმიანობის აკრძალვა, რომლებიც ამ მავნებლურ დანაშაულებრივ საქმიანობას ეწევიან საქართველოში.
ამავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ არსებობს შესაძლებლობა, იგივე პირებმა, რომელიც აკრძალული პარტიის ფორმატში მოიაზრებიან, იგივე წესდებით, მიზნებით სხვა სატელიტი პარტიები შექმნან. ამიტომაც საკანონმდებლო დანაწესი უნდა გავრცელდეს ანალოგიურად, აკრძალვის შესაბამის ნორმებით. სასამართლო განხილვის ჭრილში, საკონსტიტუციო სასამართლო მიღებს, ასეთ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.