ვარიანში იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმთან მისასვლელი გზისა და მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გორის მერიის ინფორმაციით, ვარიანში იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმთან მისასვლელი გზისა და მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მათივე ცნობით, უკვე დაიგო ასფალტის საფარის პირველი პირი.

,,სამუშაოებს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად გაეცნო.

გარდა მუზეუმთან მისასვლელი გზისა, პროექტი შიდა საუბნო გზის კიდევ ერთი მონაკვეთისა რეაბილიტაციასაც ითვალისწინებს, სადაც ამ ეტაპზე გზის საფუძვლის მოწყობა მიმდინარეობს.

გზების სიგრძე 587 მეტრია.

პროექტის მიხედვით მოეწყობა ტრანსპორტის სავალი ნაწილი, მიერთებები, ეზოში შესასვლელები, სანიაღვრე სისტემა, საგზაო ნიშნები და მონიშვნები.

სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 451 481 ლარია, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება”,-ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები