ხაინდრავა – საგამოძიებო კომისიაზე: მე დავინტერესდი და ამ კომისიის სხდომების ჩანაწერებს არნახული ნახვა აქვს, ინტერესი არის ძალიან დიდი

“სამი საუკუნეა, საქართველოს ოკუპაციით იწყებს რუსეთი, ამიტომ, ამის დამტკიცება არავის სჭირდება, რომ რუსეთი ოკუპანტია”, – ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.

„ძირითადი მოსახლეობისთვის ამ პროპაგანდამ იმუშავა და დღეს აქვს შესაძლებლობა ქართველ ადამიანს, საქართველოს მოქალაქეს, გაიგოს სიმართლე, რამ განაპირობა ომი. არანაირი 5-დღიანი ომი არ ყოფილა. დღენახევაში დასრულდა ყველაფერი. 10-ში დილით ერთ-ორი მიტოვებული ჯგუფი იყო სამხედროების, შემდეგ ვნახეთ მათი ცხედრები

მე დავინტერესდი და ამ კომისიის სხდომების ჩანაწერებს არნახული ნახვა აქვს. ინტერესი არის ძალიან დიდი. ბოლოს და ბოლოს ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი და ეს არის გადამწყვეტი მნიშვნელობის“, – აღნიშნა ხაინდრავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები