ხაინდრავა – საგამოძიებო კომისიაზე: მე ვფიქრობ, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობის პერიოდს მივადექით ჩვენი ქვეყნის განვითარებაში
“მე ვფიქრობ, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობის პერიოდს მივადექით ჩვენი ქვეყნის განვითარებაში”, – აკის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ საგამოძიებო კომისიაზე საუბრისას განაცხადა.
„მთელმა მსოფლიომ იცოდა სიმართლე. მე, როგორც სახელმწიფო მინისტრი, ყოველ კვირას ვიღებდი ევროკავშირის და ეუთოს მისიიდან ანგარიშს, თუ რა ხდებოდა რეგიონში. თითო გასროლა, საიდანაც არ უნდა ყოფილიყო, აღნიშნული იყო დეტალურად. რაც ხდებოდა იმ რეგიონში, განსაკუთრებით აგვისტოს ომის დღეებში, იცოდა მთელმა მსოფლიომ. 16-33 რეზოლუცია ზუსტად ამან განაპირობა, რომ მთელი ეს მასალები, რომელიც მოდიოდა, არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ რუსებთანაც, ჰქონდათ შეგროვებული და მიტანილი.
რასაც იტყუებოდნენ ეს ფორმაში გამოწყობილი ვაჭრები, რომ ისხდნენ იქ. სამარცხვინო მოვლენას ვუყურეთ. ორი გენერალი იჯდა და ფეხქვეშ თელავდნენ გმირი ჯარისკაცების სახელს, თავგანწირვას და გმირობას. მადლობა ღმერთს, რომ მთელმა საქართველომ უყურა ამ ყველაფერს, ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს სიმართლე. თუ ჩვენ არ გვეცოდინება სიმართლე, ვერ განვვითარდებით სწორად და მთელი ეს წლები ამის მაჩვენებელია“, – აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.