“არაერთხელ გვითქვამს, რომ პოლიტიკაში ხაზარაძის მოსვლა უკავშირდებოდა ზუსტად იმას, რომ თავისი ბიზნესი და თავისი თავი როგორმე გადაერჩინა იმ თაღლითური სქემებისგან, რაც მერე გამოჩნდა” – მაჭარაშვილი

“ამბობ, რომ არ სცემ პატივს ქართულ კანონმდებლობას, არ მიდიხარ კომისიაზე, მაგრამ მერე იძულებული ხდები, რომ გეშინია დაჭერის და შენ მიერ აღიარებულ არალეგიტიმურ სასამართლოში მიდიხარ”, – ამის შესახებ „იმედის კვირას“ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა მამუკა ხაზარაძეზე საუბრისას განუცხადა.

„ეს მეტყველებს იმაზე, რომ არათანმიმდევრული და არაგულწრფელი ხარ, თან შორსმჭვრეტელობის არაფერი არ გემჩნევა. შესაბამისად, გამოდის, რომ პოლიტიკა შენი საქმე არ არის.

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ პოლიტიკაში ხაზარაძის  მოსვლა უკავშირდებოდა ზუსტად იმას, რომ თავისი ბიზნესი და თავისი თავი როგორმე გადაერჩინა იმ თაღლითური სქემებისგან, რაც მერე გამოჩნდა. როგორ დავიჯერო, რომ ერთი საათით მოსვლა კომისიაზე უფრო პრობლემაა, ვიდრე რამდენიმე საათი, თუ რამდენიმე დღით მერე პროკურატურაში და სასამართლოში სიარული. რაც მთავარია სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა და სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება შენს წინააღმდეგ“, – აღნიშნა  მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები