“ომის და ღალატის პარტიებს, „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ და მის სატელიტ პარტიებს, რა თქმა უნდა” არაფერი ესაქმებათ ქართულ პოლიტიკაში” – მათიკაშვილი

“ომის და ღალატის პარტიებს, „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ და მის სატელიტ პარტიებს, რა თქმა უნდა” არაფერი ესაქმებათ ქართულ პოლიტიკაში”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა „განაცხადა.

„პოლიტიკა უნდა გასუფთავდეს, გაჯანსაღდეს და ოპოზიციური ფრთა შეივსოს ისეთი პარტიებით, რომელიც მმართველ პარტიას ედგება ოპოზიციაში და არა საკუთარ სამშობლოს.

იქნება სამართლებრივი, კონსტიტუციური პროცესი, შესაბამისი სარჩელით და მხოლოდ კანონის სრული დაცვით, იმ ფაქტების შეფასებით, რომელიც გაჟღერდა არაერთგზის უკვე საგამოძიებო კომისიის სხდომაზე და საზოგადოებისთვის ეს ყველაფერი ისედაც ძალიან კარგად არის ცნობილი, მოხდება ზუსტი შეფასება ამ ე.წ. პოლიტიკური პარტიის საქმიანობის და გამოტანილი იქნება ვერდიქტი“, – აღნიშნა  მათიკაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები