მათიკაშვილი – საგამოძიებო კომისიაზე: კიდევ გველოდება არაერთი განხილვა სასტიკი მოპყრობის, წამების, არაადამიანური მოქცევის ფაქტებზე, რომლებიც კვლავ საზოგადოების წინაშე წარდგება
“ჩვენ კიდევ გველოდება არაერთი განხილვა სასტიკი მოპყრობის, წამების, არაადამიანური მოქცევის ფაქტებზე, რომლებიც კვლავ საზოგადოების წინაშე წარდგება”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, დავით მათიკაშვილმა საგამოძიებო კომისიაზე საუბრისას განაცხადა.
“განსაკუთრებით, ახალგაზრდა თაობა, რომელიც არ მოესწრო აი, ამ მძიმე დროს, საქართველოს ისტორიაში, ვალდებულია კარგად მოუსმინოს საგამოძიებო კომისიას და გაიაზროს ის უმძიმესი დრო და ის კრიტიკული საფრთხეები, რომელიც დღესაც კი ედგა საქართველოს წინაშე, აი, ამ სადისტურ რეჟიმს, რომ შესძლებოდა და რევანში მოეხდინა საქართველოში”, – განაცხადა მათიკაშვილმა.