მაჭარაშვილი – საგამოძიებო კომისიაზე: საზოგადოებამ კარგად ნახა, თუ რას წარმოადგენს “ნაციონალური მოძრაობა”, როგორც რეჟიმი, რომელიც მართავდა 2003-2012 წლებში საქართველოს სახელმწიფოს

“საზოგადოებამ კარგად ნახა, თუ რას წარმოადგენს “ნაციონალური მოძრაობა”, როგორც რეჟიმი, რომელიც მართავდა 2003-2012 წლებში საქართველოს სახელმწიფოს. ალბათ, საკითხი არ არსებობს, სადაც დანაშაულები არ აქვთ ჩადებული, არა მარტო განზრახ შეცდომებზეა საუბარი”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

“საზოგადოებამ დაინახა ის, თუ როგორ იყო ბიზნესის რეკეტი, საპატიმროებში როგორ ხდებოდა სახელისუფლებო უწყებებიდან, მათ შორის ბიზნესის დახმარებით, იგივე “თი ბი სი ბანკის” და ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე, რომელიც პირდაპირ დაასახელეს და მტკიცებულებებიც არის ამასთან დაკავშირებით ბიზნესის რეკეტში. ომის თაობაზე, სადაც სამწუხაროდ საზოგადოებამ დაინახა ის თუ როგორ უგულებელყოფდა პოლიტიკური ხელმძღვანელობა საზოგადოების, მოსახლეობის უფლებებს.

რა თქმა უნდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა პოლიტიკურ ხელმძღვანელებს აუცილებლად ექნება, ამ კომისიამ ეს პრაქტიკულად უკვე გამოაჩინა, რომ “ნაცმოძრაობა”, როგორც რეჟიმი, უკვე არ უნდა არსებობდეს. თუმცა, ამას, რა თქმა უნდა, ექნება სამართლებრივი პროცედურები კომისიის დასრულების შემდგომ”, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები