ჭეიშვილი – საგამოძიებო კომისიაზე: ვხედავთ, რომ საქმე გვაქვს განგრძობად ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებთან, განგრძობად დანაშაულებთან და ეს მოითხოვს უკვე იმას, რომ არ შემოიფარგლოს კომისიის საქმიანობა მხოლოდ და მხოლოდ 2003-2012 წლებით

”რაც უფრო აქტიურ ფაზაში გადადის პროცესი, მით უფრო იზრდება პოლიტიკური ოპონენტების, რადიკალურ ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან მძაფრი რეაქციები იმიტომ, რომ, კიდევ ერთხელ, სისტემურად დასტურდება ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები და ნაბიჯები, რომლებიც მათ მთელი წლების განმავლობაში, რომელიც უკავშირდება “ნაცმოძრაობის” რეჟიმს და შემდგომაც, განახორციელეს საქართველოს წინააღმდეგ”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა საგამოძიებო კომისიის მიერ 2003-12 წლებში, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების შესაძლო დანაშაულების გამოძიების შესახებ საუბრისას განაცხადა.

“კონკრეტულად ის თემები, რომლებიც იყო მიმოხილული გასული კვირის მანძილზე, ვგულისხმობ ამ შემთხვევაში, ერთი მხრივ, ომის თემატიკას, მეორე მხრივ – ბიზნესის რეკეტს, რა თქმა უნდა, არახალია ქართული საზოგადოებისთვის, თუმცა ძალიან ბევრი საინტერესო დეტალი კიდევ ერთხელ გახდა ხელის გულზე გამოტანილი და გაჟღერებული. ჩვენ ვხედავთ, რომ საქმე გვაქვს განგრძობად ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებთან, განგრძობად დანაშაულებთან და ეს მოითხოვს უკვე იმას, რომ არ შემოიფარგლოს კომისიის საქმიანობა მხოლოდ და მხოლოდ 2003-2012 წლებით”, – აღნიშნა ჭეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები