საქართველოს კათალიკოს პატრიარქი კვიპროსში მიემგზავრება

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17-22 ოქტომბერს კვიპროსს მოილოცავს. მიწვევა პატრიარქმა კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარეპისკოპოსის, მისი უნეტარესობა ქრიზოსტომოს II-ისგან მიიღო.
სტუმრობისას ჩატარდება ერთობლივი წირვა. უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე უძველეს ქართულ მონასტერ ღალიას მოილოცავს. მონასტერში ქტიტორებისა და სასულიერო პირების საცხოვნებლად პანაშვიდი ჩატარდება. ილია II კიკოსის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერში პარაკლისს გადაიხდის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები