მიქანაძე – ოპოზიციაზე: მათ აქვთ თუ არა სურვილი, მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ეს მათ ნებაზე არ არის დამოკიდებული
“მათ აქვთ თუ არა სურვილი, მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ეს მათ ნებაზე არ არის დამოკიდებული”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, გივი მიქანაძე აცხადებს.
“რეალურად, ისინი ამას ვერ შეძლებენ, რადგან იმ პერიოდისთვის, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება, 4 ოქტომბერს, ეს პარტიები პოლიტიკურ ველზე უბრალოდ აღარ იარსებებენ”, – ამბობს მიქანაძე.
ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად ცნობის პროცესი დაიწყო. მზადება მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის. ვიდრე ისტორიული დავა დაიწყება, მანამდე მომზადდება პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნა. პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა კანონი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წესდების მიზნებისა და შემადგენლობის იდენტური პარტიებისთვის საქმიანობას კრძალავს.