“სახელმწიფო იქნება შეუვალი და მკაცრი ნარკოტიკებთან ბრძოლის მიმართულებით”, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაზე საუბრისას განაცხადა.
„მინდა, ყველას მოვუწოდო, ვინც შეიძლება, აქამდე შედარებით ლიბერალური ნარკოპოლიტიკით სარგებლობდა, მაქსიმალურად თავი შეიკავონ ამ ნაბიჯებისგან იმიტომ, რომ სახელმწიფო იქნება შეუვალი და მკაცრი ნარკოტიკებთან ბრძოლის მიმართულებით. ამავე დროს, ყველას მინდა, მოვუწოდო, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ჯანსაღი ცხოვრების პოლიტიკას“, – განაცხადა მახაშვილმა.