გივი მიქანაძე ბალტიისპირეთის ქვეყნებზე: მათი მხრიდან არის წარმოუდგენლად უხეში ჩარევა იმ პროცესებში, რასაც საქართველოს შიდა საქმეები ჰქვია

„ჩვენ ვხედავთ, რომ მათი მხრიდან არის წარმოუდგენლად უხეში ჩარევა იმ პროცესებში, რასაც საქართველოს შიდა საქმეები ჰქვია,“ – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ ბალტიისპირეთის ქვეყნებზე საუბრისას განაცხადა.

მიქანაძემ,  მაკკეინის ინსტიტუტის სტიპენდიატის, სალომე ზურაბიშვილის ბალტიისპირეთის ქვეყნებში ვიზიტი შეაფასა.

„მათი თითოეული განცხადება, მათი უსამართლო და ორმაგი სტანდარტით განხორციელებული მიდგომა საქართველოსთან მიმართებით ატარებს ერთადერთ მიზანს, რომ როგორღაც საქართველო იყოს ჩათრეული იმ პროცესებში, რასაც მეორე ფრონტის გახსნა ჰქვია, რათა აქცენტი გადატანილი იყოს საქართველოზე და საკუთარი ქვეყნებიდან იყოს საფრთხე არიდებული. შესაბამისად, ეს მოცემულობა ხდის მათ კრიტიკულს, უსამართლოს და ჩვენ ვხედავთ, რომ მათი მხრიდან არის წარმოუდგენლად უხეში ჩარევა იმ პროცესებში, რასაც საქართველოს შიდა საქმეები ჰქვია“, – განაცხადა მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები