გურამ მაჭარაშვილი: ჯერ ერთი ზაზა გოგავამ თქვა, მიშამ დამავალა, ცეცხლი გახსენიო და მეორე – ამაზე არც არავინ გვედავებოდა, დღესაც არავინ გვედავება, ახლა ისრების გადმოტანით და პიარული სისულელეებით აგენტურული ძალები საქართველოს წინაშე ჩადენილ უმძიმეს დანაშაულს ვეღარ გადაფარავენ!

“ნაცები” არ იმჩნევენ არც ხალხის მიტოვების ამბავს აგვისტოს ომის დროს, არც ანწუხელიძეზე და ქართველ სამხედროებზე ომის დანაშაულის დაბრალებას!!! პანიკაში არიან და ერთადერთ რამეზე ზრუნავენ – იქნებ აგრესიის გადმოტანით ჩაფარცხონ ეს თემა. ვიღაცები (უკიდურესად ცოტა ხალხი, მაგრამ მაინც) ამ ანკესზე წამოეგნენ,” – ამის შესახებ “ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი, გურამ მაჭარაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ცეცხლის გახსნასთან დაკავშირებით დაწყებული დისკუსია, საქართველოში აგორებული თემაა და ამას საერთაშორისო სასამართლოებშიც არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რასაც ისიც მოწმობს, რომ ქართულმა მხარემ სტრასბურგშიც და ჰააგაშიც პროცესები მოიგო და პასუხისმგებლობა მხოლოდ ოკუპანტებს და სეპარატისტებს დაეკისრათ.

შესაბამისად, მაჭარაშვილის თქმით, აგენტურული ძალები საქართველოს წინაშე ჩადენილ უმძიმეს დანაშაულს ვეღარ გადაფარავენ.

“ნაცები” არ იმჩნევენ არც ხალხის მიტოვების ამბავს აგვისტოს ომის დროს, არც ანწუხელიძეზე და ქართველ სამხედროებზე ომის დანაშაულის დაბრალებას!!! პანიკაში არიან და ერთადერთ რამეზე ზრუნავენ – იქნებ აგრესიის გადმოტანით ჩაფარცხონ ეს თემა. ვიღაცები (უკიდურესად ცოტა ხალხი, მაგრამ მაინც) ამ ანკესზე წამოეგნენ.

ცეცხლის გახსნას რაც შეეხება: ცეცხლის გახსნაზე, ჯერ ერთი ზაზა გოგავამ თქვა, მიშამ დამავალა, ცეცხლი გახსენიო და მეორე – ამაზე არც არავინ გვედავებოდა, დღესაც არავინ გვედავება, რადგან თვითონ ნაცებმა არ გახადეს სადავოდ – პირდაპირ უღიარეს. ეს მხოლოდ საქართველოში აგორებული თემაა წლების განმავლობაში. საბედნიეროდ, არც საერთაშორისო სასამართლოებში არ ჰქონდა ამას არანაირი მნიშვნელობა, რადგან სტრასბურგი და ჰააგა განიხილავდნენ დავებს ერთი მხრივ ადამიანის უფლებების კონტექსტში და მეორე მხრივ ომის დანაშაული ვინ ჩაიდინა, კასეტური ბომბები იქნა თუ არა გამოყენებული და ა. შ. მიუხედავად იმისა, რომ ნაცებმა ამაზეც ხელი მოუწერეს და ორივე დააბრალეს საკუთარ ჯარს, ჩვენმა ხელისუფლებამ შეძლო საპირისპირო მტკიცებულებების მოპოვება და როგორც ამ მოღალატეობრივი ჩანაწერის, ასევე რუსების სხვა არგუმენტების გაბათილება. შესაბამისად, პროცესები ორივე მიმართულებით მოვიგეთ და პასუხისმგებლობა მხოლოდ ოკუპანტებს და სეპარატისტებს დაეკისრათ. ეს არის მთელი ამ ამბის მოკლე ისტორია.

ამიტომ ახლა ისრების გადმოტანით და პიარული სისულელეებით აგენტურული ძალები საქართველოს წინაშე ჩადენილ უმძიმეს დანაშაულს ვეღარ გადაფარავენ!!!” – წერს გურამ მაჭარაშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები