გივი მიქანაძე: როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება, 4 ოქტომბერს, ეს პარტიები პოლიტიკურ ველზე უბრალოდ აღარ იარსებებენ

“როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება, 4 ოქტომბერს, ეს პარტიები პოლიტიკურ ველზე უბრალოდ აღარ იარსებებენ,”- ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობასთან დაკავშირებით აცხადებს.

“მათ აქვთ თუ არა სურვილი, მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ეს მათ ნებაზე არ არის დამოკიდებული. რეალურად, ისინი ამას ვერ შეძლებენ, რადგან იმ პერიოდისთვის, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება, 4 ოქტომბერს, ეს პარტიები პოლიტიკურ ველზე უბრალოდ აღარ იარსებებენ,”- აცხადებს გივი მიქანაძე.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად ცნობის პროცესი დაიწყო. მზადება მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის. ვიდრე ისტორიული დავა დაიწყება, მანამდე მომზადდება პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნა. პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა კანონი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წესდების მიზნებისა და შემადგენლობის იდენტური პარტიებისთვის საქმიანობას კრძალავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები