გივი მიქანაძე – გიორგი ვაშაძის განცხადებაზე: კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ის ადამიანები, რომლებიც ქუჩაში დგანან, წარმოადგენენ დამარცხებული ოპოზიციის ელექტორატს

„კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საპროტესტო აქციებზე მყოფი ადამიანები ოპოზიციის ელექტორატს წარმოადგენენ,”- ასე ეხმიანება პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე, “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას.

“კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ის ადამიანები, რომლებიც ქუჩაში დგანან, ისინი წარმოადგენენ დამარცხებული ოპოზიციის ელექტორატს. ისინი ხედავენ, რომ პირწმინდად დამარცხდნენ და ახლა მათი მცდელობაა, რომ ფრუსტრაცია როგორმე ქუჩაში მოიოხონ,” – ამბობს გივი მიქანაძე.

ცნობისთვის, “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, პოდკასტში “ორ ცეცხლს შუა” სტუმრობისას განაცხადა, რომ არ ეთანხმება მოსაზრებას, რომლის თანახმადაც აქციებზე, ქუჩაში, აპოლიტიკური ადამიანები დგანან. მისი თქმით, ეს ადამიანები განეკუთვნებიან სხვადასხვა პარტიას და პოლიტიკასთან შემხებლობაში არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები