ლევან მახაშვილი „ნაცმოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადებაზე:  ჩვენი მოვალეობა არის ის, რომ  მტკიცებულებები გადავცეთ საკონსტიტუციო სასამართლოს და მოვითხოვოთ „ნაციონალური მოძრაობის“ და მათთან დაკავშირებული პარტიების აკრძალვა

„ეს ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან არის დემოკრატიის გადარჩენის და საქართველოს პოლიტიკური სივრცის გაჯანსაღების აქტი,”- ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი „ნაცმოძრაობისა“ და მემკვიდრე პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების საკითხთან დაკავშირებით აცხადებს.

მისი თქმით, სრულიად მონოპოლიზებული აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ დღევანდელი ოპოზიციური სივრცე.

„ფართოდ რომ შევაფასოთ, ეს ნაბიჯი ჩვენგან არის დემოკრატიის გადარჩენის და საქართველოს პოლიტიკური სივრცის გაჯანსაღების აქტი.  ჩვენი ვალდებულება და ჩვენი მოვალეობა რაც არის, არის ის, რომ ჩვენ დოკუმენტურად, მტკიცებულებებით გადავცეთ საკონსტიტუციო სასამართლოს და მოვითხოვოთ „ნაციონალური მოძრაობის“ და მათთან დაკავშირებული პარტიების აკრძალვა. მისი პოლიტიკური საქმიანობიდან ჩამოშორება, რათა მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე და მომავალშიც პოლიტიკურ სივრცეში გაჩნდეს შესაძლებლობა და რესურსი იმ პარტიების გამოჩენის, რომლებიც დღეს სწორედ იმის გამო, რომ სრულად მონოპოლიზებული აქვს ამ დესტრუქციულ ძალას დღევანდელი ოპოზიციური სივრცე, ვერ ახერხებენ ამ სივრცეში შემოსვლას”, – განაცხადა მახაშვილმა.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად ცნობის პროცესი დაიწყო. მზადება მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის. ვიდრე ისტორიული დავა დაიწყება, მანამდე მომზადდება პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნა. პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა კანონი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წესდების მიზნებისა და შემადგენლობის იდენტური პარტიებისთვის საქმიანობას კრძალავს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები