ლევან მახაშვილი – საგამოძიებო კომისიის მიმდინარეობისას იკვეთება, რომ მაშინდელმა მმართველმა რეჟიმმა ვერ გაართვა თავი ქვეყნის და არმიის მართვას
“ამ პროცესს უნდა ჰქონდეს სათანადო შეფასება, როგორც პოლიტიკურად, ასევე სამართლებრივად და საგამოძიებო კომისია ამ პროცესის შესწავლას გააგრძელებს,”- ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა საგამოძიებო კომისიაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საგამოძიებო კომისიის მიმდინარეობისას იკვეთება, რომ მაშინდელმა მმართველმა რეჟიმმა ვერ გაართვა თავი ქვეყნის და არმიის მართვას.
“ამ პროცესს უნდა ჰქონდეს სათანადო შეფასება, როგორც პოლიტიკურად, ასევე სამართლებრივად და საგამოძიებო კომისია ამ პროცესის შესწავლას გააგრძელებს. რაც შეეხება აგვისტოს ომის საკითხებს, აქ საერთაშორისო სამართლებრივი თვალსაზრისით ყველაფერი ცხადია – რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველო აწარმოებდა სამართლებრივ ომს რუსეთის წინააღმდეგ და აქ არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობს. აქ ჩვენ საუბარი გვაქვს იმაზე, რომ მოსახლეობას აქვს არაერთი კითხვის ნიშანი და მათ აქვთ უფლება რომ გაიგოს საკუთარმა ხელისუფლებამ რა გააკეთა იმისათვის, რომ ეს ტრაგედია აცილებული ყოფილიყო. საგამოძიებო კომისიის მიმდინარეობისას იკვეთება, რომ მაშინდელმა მმართველმა რეჟიმმა ვერ გაართვა თავი ქვეყნის და არმიის მართვას. ეს კითხვები არსებობს და ამას სჭირდება საფუძვლიანი პასუხები,”- აცხადებს ლევან მახაშვილი.