სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მცხეთის მიმართულებით მგზავრობა უფასო იქნება

14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისი-მცხეთა-თბილისის მიმართულებით მგზავრობა უფასო იქნება.
საქართველოს რკინიგზის ინიციატივით, მიმდინარე წლის 14 ოქტომბერს თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან მატარებლები გავა შემდეგი განრიგით: 09.05 სთ, 11.00 სთ, 13.00 სთ, 16.00 სთ, 17.30 სთ და 20.00 სთ.
ხოლო მცხეთიდან თბილისის მიმართულებით მატარებლები დაბრუნდება შემდეგი განრიგით: 09.50 სთ, 11.45 სთ, 13.45 სთ, 16.45 სთ, 18.15 სთ და 21.00 სთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები