ამირან სალუქვაძე: რასაც ვერ წავართმევთ სააკაშვილს, დღესაც „ნაცმოძრაობა“ ამას წარმატებით ახერხებს, ესაა ხმაური საერთაშორისო არენაზე

რასაც ვერ წავართმევთ სააკაშვილს, დღესაც „ნაცმოძრაობა“ ამას წარმატებით ახერხებს, ესაა ხმაური საერთაშორისო არენაზე. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი სახმაურო თემა, რატომ გაჰყავდა მოსახლეობა [რეგიონიდან], რისთვის ემზადებოდნენ?! – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ამირან სალუქვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„არ შევალ სხდომის დეტალებში. გენერალი [ზაზა] გოგავა უარყოფს დეტალებს და მან ასეც უნდა ილაპარაკოს. არის სხვა ნიუანსები, თუნდაც მისი ნალაპარაკევიდან გამომდინარე – რამდენად იყო მაგალითად უმაღლესი მთავარსარდალი ამ ვერტიკალში. გადაწყვეტილების აღსრულება შეიძლება სხვა მეთოდებით მოხდეს. მოხდეს დეცენტრალიზაცია აღსრულების, მაგრამ პრეზიდენტი უშუალოდ უნდა მუშაობდეს პირველ სამხედრო პირთან და არა ვიღაცების მეშვეობით. ის ხალხი [ბრძანების გამცემები] საერთოდ არ უნდა ყოფილიყვნენ ჩართულნი და იქ საერთოდ არაფერი ესაქმებოდათ. ვიღაცამ ვიღაცას რომ ბრძანება გადასცა, გამორიცხულია ეს. მსგავსი რამ არ ხდება. მხოლოდ სამხედროები მართავენ. მოვისმინეთ მაგალითად, რომ ერთი ბრძანება მიიღო ვიღაცამ ერთი პირისგან და მეორე ბრძანება მეორე პირისგან. პრეზიდენტს არ აქვს უფლება ბრიგადის მეთაურს დავალება მისცეს, რაც არ უნდა მოხდეს იქ. ზაზა გოგავაზე კარგის მეტი არაფერი მსმენია გენშტაბის უფროსობის დროს, მათ შორის ადამიანურადაც, მაგრამ დავუშვათ რაღაც დამართოდა გენშტაბის უფროსს, ან გაეთავისუფლებინათ, მის ნაცვლად მყისიერად ახალი ინიშნება და ის იწყებს თავის ქვემოთ პირამიდის მართვას.

როდესაც რუსეთი ახორციელებდა მშვიდობიანი მოქალაქეების გაყვანას [რეგიონიდან], ის ხომ რაღაცისთვის ემზადებოდა?! შენ აქ არათუ სრული უფლება გაქვს, ვალდებულებაც გაქვს, რომ იგივე გააკეთო და უნდა იხმაურო. რასაც ვერ წავართმევთ სააკაშვილს, დღესაც „ნაცმოძრაობა“ ამას წარმატებით ახერხებს, ესაა ხმაური საერთაშორისო არენაზე. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი სახმაურო თემა, რატომ გაჰყავდა მოსახლეობა, რისთვის ემზადებოდნენ?! ფაქტებიც არ შეგროვდა და არც მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა ქართული მხრიდან“, – აღნიშნა სალუქვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები