“ვინც კითხვებზე საპასუხოდ მზად არის, რასაკვირველია, მივა ამ კომისიაზე, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ადამიანები იმალებიან” – იონათამიშვილი
“ვინც კითხვებზე საპასუხოდ მზად არის, რასაკვირველია, მივა ამ კომისიაზე, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ადამიანები იმალებიან, ემალებიან საჯაროობას, ემალებიან იმ კითხვებს, რაც გააჩნია ჩვენს საზოგადოებას”, – ამის შესახებ, „დღის ქრონიკასთან“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
აღნიშნულით მან იმ პირებზე ისაუბრა, როლებიც, დაბარების მიუხედავად, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომებს არ ესწრებიან.
„წინასაარჩევნო პერიოდში ეს ადამიანები საკუთარ ამომრჩევლებს ემალებოდნენ, ახლა, როდესაც მიმდინარეობს დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომები, ემალებიან ამ კომისიას. მაგრამ ვინც და როგორც არ უნდა დაიმალოს, პასუხისმგებლობას ვერავინ ვერ გაექცევა. ყველას შევახსენებ, რომ ამ კომისიისგან თავის არიდება, კითხვებზე თავის არ იდება და გამოუცხადებლობა ისჯება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით და ეს მიდგომა არის ევროპული სტანდარტი. ასე რომ, ეს ადამიანები ვინც არ ცხადდებიან ამ კომისიაზე, სინამდვილეში აღიარებენ, რომ ისინი არიან თანამზრახველები დანაშაულების და სწორედ ამიტომ იქცევიან ასე. სხვა მხრივ, პირიქით, მათი ინტერესი უნდა იყოს რომ წარდგნენ ამ კომისიაზე და საკუთარი პოზიციები გააჟღერონ და ლოგიკურიც ასე იქნებოდა, მაგრამ სწორედ ის რომ, ამ ადამიანებს ეშინიათ, იმალებიან და არ ცხადდებიან კომისიაზე, გვაჩვენებს იმას, რომ ამით ფაქტობრივად ისინი აღიარებით ჩვენებებს იძლევიან. თუ ჰგონია ვინმეს, რომ პასუხისმგებლობას გაექცევა – არა; ადრე თუ გვიან მათ მოუწევთ, რომ ყველა იმ ლეგიტიმურ კითხვას გასცენ პასუხი, რომელიც ჩვენს საზოგადოებას ასევე ლეგიტიმურად აქვს“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.