ზაზა გოგავა ევროსაბჭოს 1633-ე რეზოლუციაზე: მე არ ვეთანხმები მუხლს სამხედროებთან მიმართებით, თქვენ მხარეს ვარ მაგაზე

2008 წელს გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელმა, ზაზა გოგავამ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2004 – 2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომი განიხილება, უპასუხა კომისიის წევრის, თენგიზ შარმანაშვილის კითხვას, კერძოდ ეთანხმება თუ არა ევროსაბჭოს 1633-ე რეზოლუციაში აღწერილ სამხედროების როლს.

როგორც გოგავამ აღნიშნა, ის არ ეთანხმება რეზოლუციის მუხლს სამხედროებთან მიმართებით.

„არ ვეთანხმები მაგ აზრს, თქვენ მხარეს ვარ მაგაზე, რომ მაგ მუხლს მე არ ვეთანხმები სამხედროებთან მიმართებით. დანარჩენი შეგიძლიათ იმ ადამიანებს კითხვა დაუსვათ და რის გამო გააკეთეს ჰკითხოთ მათ. რა მიიღეს აქედან შედეგი აი ეს ჰკითხოთ“, – განაცხადა ზაზა გოგავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები