წითელ ზღვაში ტურისტული ხომალდი ჩაიძირა – არის მსხვერპლი

ეგვიპტეში, წითელ ზღვაში ტურისტული წყალქვეშა ნავის ჩაძირვის შედეგად, სავარაუდოდ, ექვსი ადამიანი დაიღუპა,- ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს.

BBC-ის ცნობით, ქალაქ ჰურგადაში მომხდარი ინციდენტის შედეგად 29 ადამიანი გადაარჩინეს, რამდენიმე მათგანი დაშავებულია. მათ შორის ოთხი მძიმე მდგომარეობაშია.

ეგვიპტეში, მოსკოვის საელჩოს ცნობით, წყალქვეშა ნავში დაახლოებით 40 მგზავრი იმყოფებოდა და, სავარაუდოდ, ყველა რუსი იყო.

წინასწარი ინფორმაციით, ბორტზე სულ 40-მდე ტურისტი იმყოფებოდა, მათ შორის ბავშვები. გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია დაუდასტურებელია.

ამ დროისთვის ხომალდის ჩაძირვის მიზეზი უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები