პოეტი და დრამატურგი თამაზ მეტრეველი გარდაიცვალა
დღეს პოეტი და დრამატურგი თამაზ მეტრეველი გარდაიცვალა. თამაზ მეტრეველი გახლდათ 30-ზე მეტი დადგმული პიესის, ასევე რომანების: ”ველური წაბლის ხეივანი” (5-წიგნიანი თბილისური საგა) და ”მტკვარწაღებულნის” ავტორი. მის კალამს ეკუთვნის არაერთი ლექსიც. პიესისთვის “ვინა თქვა, რომ ფასკუნჯი არსებობს” წარდგენილი იყო აზერბაიჯანის სახელმწიფო პრემიაზე, ხოლო პიესისთვის “ბუ და აბლაბუდა” – საქართველოს სახელმწიფო პრემიაზე. თამაზ მეტრეველს პიესისთვის ”ეშმაკის ბორბალი” 21 მარტს ლიტერატურული კონკურსის „ლიტსახელების“ პრემია გადაეცა.