საქართველოში ამინდი გაუარესდება

   საქართველოში ამინდი გაუარესდება.
როგორც “კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების ბიუროში განუცხადეს, დღეს როგორც აღმოსავლეთ ისე დასავლეთ საქართველოში ქარი გაძლიერდება და ტემპერატურა დაიკლებს.
მათივე ინფორმაციით, დასავლეთის უმეტეს და აღმოსავლეთის ზოგიერთ რაიონში წვიმის სახით ნალექია მოსალოდნელი, მაღალ მთაში კი მოთოვს.
“დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იქროელებს დასავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით 17- 22 მეტრი/წამში. ტემპერატურა გუშინდელთან შედარებით საგრძნობლად დაიკლებს. დღის მაქსიმალური ტემპერატურა 9-14 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოში დღისით 10-15 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.
დაუბერავს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში“, – აცხადებენ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების ბიუროში.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ხვალიდან ნალექის ინტენსივობა შემცირდება. საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კი 20 თებერვლიდან გამოიდარებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები