ფოთში აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს

ფოთში დევნილთა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ელექტროენერგიის მოთხოვნით შეიკრიბნენ. დევნილი და სოციალურად დაუცველი 30-მდე ოჯახი ელექტროენერგიის მიწოდებას დილიდან ითხოვს.
აქციის მონაწილეებმა გაფორმების ეკონომიკურ ზონამდე მისასვლელი გზა გადაკეტეს. მათ საპროტესტო აქციები წინა კვირაშიც მოაწყვეს. ისინი მოთხოვნის დაუყოვნებლივ შესრულებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შიმშილობის დაწყებით იმუქრებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები