სამხარაძე – გერმანიის მიერ დაწესებულ სანქციებზე: ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოში საპროტესტო აქციები ძალიან წყნარად და მშვიდად მიმდინარეობს

“გაუგებარია, საერთოდ, რას დაეყრდნო გადაწყვეტილება – არ ვიცი, ვინ დაასანქცირეს. ეს გადაწყვეტილება რეალობას აცდენილია”, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

სამხარაძე გერმანიის საგარეო უწყების განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, გერმანიამ რამდენიმე ქართველი ოფიციალური პირის მიმართ დამატებითი აკრძალვები შემოიღო.

„გაუგებარია, საერთოდ რას დაეყრდნო გადაწყვეტილება, ვინ დაასანქცირეს, არ ვიცი. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოში საპროტესტო აქციები თუ მიმდინარეობს, მიმდინარეობს ძალიან წყნარად და მშვიდად. აქედან გამომდინარე, სრულიად რეალობას აცდენილია ეს გადაწყვეტილება. ეს არის მათი სუვერენული გადაწყვეტილება და, რა თქმა უნდა, ჩვენ არ მოგვწონს ეს გადაწყვეტილება, თუმცა ამაში ვერ ჩავერევით“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები