გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებს პროფესიული დღე მიულოცა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ვასილ გედევანიშვილმა ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებს პროფესიული დღე მიულოცა და დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მეტეოროლოგიის მსოფლიო დღის დაარსება 1950 წლის 23 მარტს, მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის კონვენციის ძალაში შესვლას უკავშირდება. საქართველო აღნიშნული ორგანიზაციის წევრი 1992 წელს გახდა. მას შემდეგ მეტეოროლოგიის მსოფლიო დღის აღნიშვნას საქართველოც უერთდება.

აღსანიშნავია, რომ, ბოლო წლებში, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა საქართველოს მასშტაბით ჰიდრომეტეოროლოგიური სადამკვირვებლო ქსელის გაფართოების მიზნით. გაუმჯობესდა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვა მონიტორინგის ქსელი, დამონტაჟდა თანამედროვე მეტეოროლოგიური რადარები, რომელთა საშუალებითაც ხდება ძლიერი ნალექებით გამოწვეული პროცესების შესახებ ინფორმაციის მიღება და შესაბამისი უწყებებისთვის მიწოდება.

ამ ეტაპზე, მიმდინარეობს თანამედროვე საინფორმაციო სატელეკომუნიკაციო სისტემის (ICT) დანერგვა და მეტეოროლოგიური სადგურების მონტაჟი, ასევე, გრძელდება მყინვარული ხეობების კვლევა, რაც მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეების შედეგად არსებული რისკების დეტალურ შეფასებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები